ტელეკომპანია “იმედის” დირექტორის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა. მდინარაძე 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული მე-9 არხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ დახურა.
ამის შემდეგ ელდარ მდინარაძე მუშაობდა ვანო ჩხარტიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია “მზის” დირექტორის პოზიციაზე. რაც შეეხება გიორგი კალანდარიშვილს, ის “იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძესთან დაახლოებული პირია და მასთან ერთად “ლიბერთი ბანკის” მენეჯმენტში მუშაობს.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, მდინარაძე უკვე მივიდა ტელეარხში თანამშრომლებთან შესახვედრად. ნეტგაზეთი ინფორმაციის გადამოწმებას ტელეარხთან ამ დრომდე ცდილობს.
“იმედის” გენერალურ დირექტორად ამ დრომდე რჩება გიორგი ბახტაძე.