საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხის” პროექტ “საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. შესაბამისად, სწორედ ის წარადგენს საქართველოს “ევროვიზია 2019-ზე”. ეს იქნება რიგით 64-ე ევროვიზია, რომელიც მაისში, ისრაელში, თელ-ავივში გაიმართება.
“საქართველოს ვარსკვლავის” ფინალში ასევე გამოვლინდა სიმღერა, რომლითაც ოთო ნემსაძე ევროვიზია 2019-ზე წარსდგება.
“საქართველოს ვარსკვლავის” ფინალისტები იყვნენ ლიზა კალანდია, ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე და გიორგი ფრუიძე. პროექტი “პირველ არხზე” 5 იანვარს დაიწყო.
ოთო ნემსაძემ წლების წინ “რუსთავი 2-ის” პროექტ “ჯეოსტარში” გაიმარჯვა.