ახალი ამბები

ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროდან ტაშით გააცილეს

5 ნოემბერი, 2014 • • 1020
ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროდან ტაშით გააცილეს

თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გუშინ დათხოვილი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში დღეს საკუთარი ნივთების წასაღებად მივიდა. სამინისტროს შენობის დატოვებამდე ყოფილ მინისტრთან მივიდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და მას გამოემშვიდობა.

 

ირაკლი ალასანია გუშინ, პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა თანამდებობიდან დაითხოვა. დღეს კი პრემიერმა თანამდებობიდან დაითხოვა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, საუბარია თანხის კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.

ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროდან ტაშით გააცილეს თანამშრომლებმა. 5.11.2014
ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროდან ტაშით გააცილეს თანამშრომლებმა. 5.11.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი