ახალი ამბები

ალასანია: მთავრობაში არა მხოლოდ კოლეგები, მეგობრები მყავს

4 ნოემბერი, 2014 • • 1031
ალასანია: მთავრობაში არა მხოლოდ კოლეგები, მეგობრები მყავს

“ეს მათი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევიან. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მთავრობაში არა მხოლოდ კოლეგები მყავს, მეგობრები ვართ ჩვენ და სხვადასხვა სფეროში, არა მარტო თავდაცვის კუთხით, ერთმანეთს ვეხმარებოდით, ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით და ეს ურთიერთობა ჩვენი მხრიდან არ შეიცვლება. ჩვენ დავრჩებით მეგობრებად”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ გადაცემაში “არჩევანი”.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 4 ნოემბერს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია გადააყენა. მის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

 

ირაკლი ალასანიას დათხოვნამდე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებისთვის ბრალის წაყენებით პროკურატურამ მინისტის პატივისცემის დაუწერელი წესი დაარღვია.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კი განაცხადა, რომ მას არ აქვს საფუძველი იმისა, რომ ეჭვი შეიტანოს ირაკლი ალასანიასა და მისი მოადგილეების საქმიანობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი