ახალი ამბები

ალასანია: უნდა დავანახოთ მოწინააღმდეგეს, რომ აქ არ გამოუვათ ის, რაც ხდება უკრაინაში

4 ნოემბერი, 2014 • • 1147
ალასანია: უნდა დავანახოთ მოწინააღმდეგეს, რომ აქ არ გამოუვათ ის, რაც ხდება უკრაინაში

“ახლა დადგა დრო, რომ დავანახოთ ჩვენს მოწინააღმდეგეს, რომ მათ საქართველოს სახელმწიფოებრივი საბოტაჟი, რომელიც დღეს ხდება უკრაინაში, აქ არ გამოუვათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზნები აქვს რუსეთის ფედერაციას, მათ აქვთ ზუსტი გეგმა, როგორც შეიძლება მიიტანონ იერიში იმ ინსტიტუტებზე, რომელიც არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გარანტია, მათ უნდათ გამოუცალონ საფუძველი ქართულ ჯარს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში”.

 

ალასანიას თქმით, ის ხედავს საფრთხეს, რომ რუსეთი შეეცდება საქართველოში იგივე სცენარი გაიმეოროს, რაც მოხდა უკრაინაში. 

 

“ჩვენ არ უნდა შევშვყეთ ამ გეგმებში რუსეთს”, – განაცხადა ალასანიამ. 

 

ირაკლი ალასანიას თქმით, ის პროდასავლურობისთვის ბრძოლაში პარტნიორებს ხედავს ყველაში, ვისაც საქართველოს ევროატლანტკური ინტეგრაციის კუთხით რაიმე გაუკეთებია ან აკეთებს, მათ შორის არ გამორიცხავს თანამშრომლობას არც ნაციონალურ მოძრაობასთან. მისი თქმით, იგი შეეძლება ამ ძალების შეკვრას ისე, რომ არ გაჩნდეს ბზარში, რათა “ამ ბზარში არ იპოვოს რაიმე ადგილი რუსეთის ფედერაციამ”.

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანია დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან დაითხოვა მას შემდეგ, რაც ალასანიამ განაცხადა, რომ პროკურატურის ქმედებები თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ იყო მიზანმიმართული შეტევა ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი