ახალი ამბები

ალასანია: პრემიერის ნაცვლად მე დღეს დავინახე პროკურორი

4 ნოემბერი, 2014 • • 1047
ალასანია: პრემიერის ნაცვლად მე დღეს დავინახე პროკურორი

“პრემიერის ნაცვლად მე დღეს დავინახე პროკურორი და კიდევ  უფრო გამიღრმავდა ის ეჭვი, რომ მთელი ეს ქმედება დაგეგმილი იყო რომ შეელახათ თავდაცვის მინისტრის იმიჯი”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

მისივე თქმით, პროკურატურამ ბრალდებების წასაყენებლად სპეციალურად შეარჩია ის მომენტი, როდესაც თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთსა და გერმანიაში, ხოლო გაერთიანებული შტაბის უფროსი შეხვედრებს მართავს აშშ-ში.

 

“დღეიდან უკვე საჯარო მოხელე აღარ ვარ და რა თქმა უნდა იწყება ახალი ეტაპი ჩემი პოლიტიკური გუნდისა და ჩემთვის”, – განაცხადა ალასანიამ.

 

მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც მის უწყებაში მუშაობდნენ და დააპატიმრეს, არიან უდანაშაულოები.

 

“ეს უდანაშაულო ადამიანები არიან, ოფიცრები, სამოქალაქო პირები, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანას, მე მათი გათავისუფლებისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი