ახმეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის თქმით, ხადორის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ხეობაში ავტომანქანების გადაადგილება მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ აიკრძალა.
მერის თქმითვე, სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიც დააზარალა მათ შორის სოფელი მაღრაანი, სადაც გზის გამწმენდი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ძლიერმა წვიმამ სოფელ სოფელ მატანში სანიაღვრე სისტემა დააზიანა, თუმცა, როგორც მერი ამბობს, გაწმენდის სამუშაოები უკვე დასრულებულია.
იოსებ ქარუმაშვილი აცხადებს, რომ სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნარგავებიც დატბორა, თუმცა არ ამბობს, კონკრეტულად რა დაზიანდა და რამდენად დიდია ზარალი. მისი თქმით, ოდენობას ზარალის შემსწავლელი კომისია დაადგენს.