ახალი ამბები

დატბორვის 90-მდე შეტყობინება შემოვიდა, მეტწილად დიდუბე-გლდანიდან — საგანგებო

12 მაისი, 2019 •
დატბორვის 90-მდე შეტყობინება შემოვიდა, მეტწილად დიდუბე-გლდანიდან — საგანგებო

12 მაისს თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, 112-ზე დატბორვის 90-მდე შეტყობინება მიიღეს. შესული შეტყობინებების უმეტესობა, ძირითადად, დიღმის მასივის, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან დაფიქსირდა.

ნახეთ ასევე:

თბილისში სადარბაზოები და ეზოები დაიტბორა — ძლიერი წვიმა და სეტყვა [ფოტო-ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი