თბილისში სადარბაზოები და ეზოები დაიტბორა — ძლიერი წვიმა და სეტყვა [ფოტო-ვიდეო]

კვირას, 12 მაისს თბილისში უხვი ნალექის — სეტყვისა და ძლიერი წვიმის — გამო ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და მიწისქვეშა გადასასვლელები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მათივე ცნობით, ყოველ წუთს შემოდის შეტყობინებები და ჯერჯერობით სტატისტიკა — რამდენი გამოძახება იყო — არ აქვთ.