ახალი ამბები

წილხვდომილობაზე ბახტაძის სიტყვა ხარვეზით გადასცეს, მან საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

12 მაისი, 2019 •
წილხვდომილობაზე ბახტაძის სიტყვა ხარვეზით გადასცეს, მან საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

12 მაისს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის წილხვდომილობის ახლადგამოცხადებულ დღეს აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის სიტყვა მახათას მთაზე, სადაც ახალი ტაძარი აკურთხეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ხარვეზით — შენელებულად — გადასცეს.

„სამწუხაროდ, მახათას მთაზე შეიქმნა აუდიო და ვიდეოგადაცემისას ტექნიკური პრობლემა. მე მქონდა, მაქვს სურვილი, გადავცე ჩემი ემოცია და დამოკიდებულება ამ საკითხზე საზოგადოებას“, — განაცხადა ბახტაძემ და წილხვდომილობა მიულოცა მოსახლეობას.


საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხარვეზის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა და ასეთი განმარტება გაავრცელა:

“12 მაისს, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნისას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის დროს, ხალხმრავლობის გამო, ფიზიკური კონტაქტის შედეგად დაზიანდა აუდიო-ვიდეო კაბელი, რის გამოც ტრანსლაციის დროს მოხდა ტექნიკური ხარვეზი. ტექნიკური წუნის გამო საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ბოდიშს უხდის”.

ნახეთ ასევე:

საპატრიარქოს კაპიტალი

მასალების გადაბეჭდვის წესი