ახალი ამბები

უსუფაშვილი პროკურატურას მოუწოდებს, რომ გაუმკლავდეს ყველა შესაძლო წნეხს

4 ნოემბერი, 2014 • 1084
უსუფაშვილი პროკურატურას მოუწოდებს, რომ გაუმკლავდეს ყველა შესაძლო წნეხს

ეს განცხადება უსუფაშვილმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არ ელოდა, რომ უახლოეს დღეებში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ კიდევ გამოჩნდებოდა ახალი საქმეები.

 

“სიმართლე გითხრათ, მე არ ველოდი, რომ დღეს, ხვალ ან რამდენიმე დღის ფარგლებში ახალი საქმეები გამოჩნდებოდა. იმიტომ, რომ ზოგადად შესაძლოა სხვა საკითხების შესაწავლა მიმდინარეობს ბევრ უწყებაში და ეს არის გამოძიების საქმე, მაგრამ ერთი წლის წინ დაწყებული საქმის დასრულება უშუალოდ ამ დღეებს როცა ემთხვევა პროკურატურასა და თავდაცვის სამინისტროს შორის მიმოწერების ფონზე”, – განაცხადა დავით უსფაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროკურატურის ქმედებები არ არის დამაჯერებელი.

 

“მე მივმართავ საქართველოს მთავრ პროკურორს, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ მისი უწყება მოქმედებდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონის საფუძველზე და მხოლოდ და მხოლოდ კანონის ჩარჩოებში. მივმართავ თხოვნით, გაუმკლავდეს ყველა შესაძლო წნეხს, რაც შესაძლოა მასმედიიდან მას ესმის, ან ვიღაცა კითხვას სვამს, ან უარყოფითად მოიხსენიებს რამეს. ეს პროკურორების ვალდებულებაა, თმენის,  ისევე, როგორც პოლიტიკოსები ვითმენთ, და საქმეებს გაუმკლავდეს ისე, როგორც ამას მოითხოვს კანონი და ემოციურ და სხვა მოტივებს არ დაუქმემდებაროს გადაწყვეტილება. მე ამას იმიტომ ვამბობ, შესაძლოა მეხუთე და მეექვსე საქმეა კიდევ გამოძიებაში, მაგრამ მათი დასრულება თუ ჩემს თხოვნას დაემთხვევა და ხვალიდან ახალი საქმეები იქნება, აი, ხომ გეუბნებოდითო, ეს არ არის პროკურორის საქმე, მათ ყველა საქმე უნდა მიიყვანონ ბოლომდე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

დღეს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 6 მოქმედ მაღალჩინოსანს ბრალი ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით წაუყენა, ხოლო სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის “სილქნეტის” სასარგებლოდ თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა.

უსუფაშვილი ფულესთან შეხვედრის დროს, 2013
უსუფაშვილი ფულესთან შეხვედრის დროს, 2013

მასალების გადაბეჭდვის წესი