ახალი ამბები

Mainifest.ge-მ წაშალა პეტიცია თბილისის პრაიდის წინააღმდეგ

11 მაისი, 2019 •
Mainifest.ge-მ წაშალა პეტიცია თბილისის პრაიდის  წინააღმდეგ

ელექტრონული პეტიციების პორტალმა Manifest.ge-მ წაშალა საიტზე განთავსებული პეტიცია, რომელიც  თბილისში დაგეგმილი პრაიდის კვირეულის წინააღმდეგ იყო მიმართული.

პეტიციით ადამიანთა ჯგუფი სახელმწიფოს მიმართავდა, გამოთქვამდა ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა შეზღუდვისა და პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების – ღირსების მარშის – აკრძალვის იმედს.

Mainifest-.ge-მ შესაბამისი განცხადება ფეისბუქზე გაავრცელა და აღნიშნა, რომ პეტიცია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს ეწინააღმდეგებოდა.

“Manifest.ge -ზე განთავსებული იყო LGBTQ აქციის წინააღმდეგ მიმართული პეტიცია, რომელიც იყო დისკრიმინაციული, შეიცავდა სიძულვილის ენის ტექსტს და მიმართული იყო ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების წინააღმდეგ. შესაბამისად აღნიშნული პეტიცია ამოღებულია საიტის ადმინისტრაციის მიერ”, – აღნიშნავს ადმინისტრაცია.

თბილისი ლგბტქი მიმდინარე წლის 18-23 ივნისს გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქი პირველად უმასპინძლებს.

ორგანიზატორთა ცნობით, კვირეულის ფარგლებში, სამი ღონისძიებაა დაგეგმილი: საერთაშორისო კონფერენცია, სპექტაკლი და ღირსების მარში. მათი თქმით, მარშზე ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს ელიან და ქვეყანაში ლგბტ ადამიანების მდგომარობიდან გამომდინარე, ღონისძიება საპროტესტო იქნება და არა საზეიმო/კარნავალიზებული.

რას ნიშნავს პრაიდი და რა (არ) იგეგმება თბილისში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი