ახალი ამბები

მთავრობამ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია დაამტკიცა

10 მაისი, 2019 •
მთავრობამ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია დაამტკიცა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, დღეს, 10 მაისს, მთავრობის სხდომაზე საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია დამტკიცდა, რომელმაც დავითგარეჯის საკითხზე უნდა იმუშაოს.

კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს, თუმცა კომისიის სხვა წევრები მინისრტს არ დაუსახელებია.

“კომისიის შემადგენლობა განახლდა და ის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან მიღწეულია შეთანხმება, რომ მომავალ კვირაში პირველი შეხვედრა გაიმართოს. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ,”-აცხადებს დავით ზალკალიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი