გუბაზ სანიკიძემ ბურჯანაძის პარტია დატოვა

გუბაზ სანიკიძემ ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა” დატოვა. ამის შესახებ განცხადებას თავად პარტია ავრცელებს.

“დემოკრატიული მოძრაობის” განცხადებით, სანიკიძე ბურჯანაძეს შეხვდა, რა დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებს.

“შეხვედრის დასასრულს ნინო ბურჯანაძემ და გუბაზ სანიკიძემ ერთმანეთს წარმატება უსურვეს”, – აღნიშნავს პარტია.

გუბაზ სანიკიძე “დემოკრატიულ მოძრაობაში” გაწევრიანებამდე, 10 წლის მანძილზე, “ეროვნულ ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი იყო. გუბაზ სანიკიძე ასევე იყო მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკით – “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან