შეხვედრას ესწრება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, როემლმაც კომენტარი მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა: 

 

“გავივლით მთელ რიგ საკითხებს. შეხვედრა კოალიციის ლიდერის სურვილით ხდება. ვიმსჯელებთ ყველა ძირირითად თემაზე. პოლიტიკური საქმინობა. ზუსატად ვერ ვიტყვი, განიხილება თუ არა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმე, რადგან დღის წესრიგი, როგორც ასეთი, წინასწარ არ შეგვითნხმებია.  “

 

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეს გრიფი საიდუმლო აუცილებლად უნდა მოეხსნას:

 

“მე მჯერა ჩემი მეგობრის, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას კომპეტენტურობის. რომელიც დარწმუნებულია მისი თანამშრომლოების და თანამებრძოლების უდანაშაულობაში. რაც უფრო მალე მოეხსნება “გრიფი საიდუმლო”, მით უფრო მალე დასრულდება ეს საქმე.”

 

მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფის მოხსნის აუცილებლობაზე თავად  თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ისაუბრა:

 

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნას უკვე ამ საქმეს, იმიტომ, რომ უსაფრთხოების კუთხით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ ამ ნაბიჯით. აქედან გამომდინარე, იმ მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე აუცილებელი იყო, რომ საიდუმლო ყოფილიყო, ახლა მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია გამოძიება ღიად და გახსნილად წარიმართოს,”– განაცხადა ალასანიამ.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *