დღეს რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი განიხილავს ახალი დღესასწაულის – ღვთისმშობლის წილხვდომილობის აღნიშვნის ინიციატივას.
სხდომამდე ამ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ღვითმშობლის წილხვედრ ქვეყანად ოფიციალურად გამოცხადება ძალიან მნიშვნელოვანია.
“საკითხს, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, აქვს ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენ, როგორც პარლამენტი, რომელიც ხალხის აზრს უნდა გამოხატავდეს, ასე ვთქვათ, პატივს ვცემთ ხალხის აზრს და აქედან გადმომდინარე ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, საქართველო ასევე ოფიციალურად გამოვაცხადოთ ღვისმშობლის წილხვედრ ქვეყანად” ,- ამბობს სოფო კილაძე მაესტროსთან საუბარში.
რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შეტანილია ორი საკითხი: “შრომის კოდექსში” ცვლილების თაობაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა და კანონპროექტი “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად ასევე განისაზღვრება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც.
ვრცლად ამ თემაზე:
“უიაფესი პოპულიზმი და რწმენის გაუფასურება” – დეკანოზი ლომიძე წილხვედრობის დაკანონებაზე