ახალი ამბები

უსუფაშვილის თქმით, “New York Times”–ში გამოქვეყნებული წერილის თანხის გადამხდელი არ იცის

2 ნოემბერი, 2014 • • 1515
უსუფაშვილის თქმით, “New York Times”–ში გამოქვეყნებული წერილის თანხის გადამხდელი არ იცის

“მე ვწუხვარ, რომ ამ ტიპის თემამ მოახერხა წერილის შინაარსის გადაფარვა ქართულ მედიაში. მესმის, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა სერიოზული რესურსი და დრო დახარჯეს, რომ აქეთ საულიყო საქმე და ქართველ ხალხს ნაკლები გაეგო, რა ეწერა იმ წერილში.  ეს წერილი უფრო იყო ეცხოური აუდიტორიისთვის და სსერიოზული როლი შეასრულა ერთადერთ საკითხში – არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის გეგმების შემსრულებელი საქართველოში, რასაც ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდი იყენებენ მთავარ არგუმენტად, როდესაც ისინი შედიან მთავრ კაბინეტებში ევროპასა და ამერიკაში. […]  ვწუხვარ, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ეს თემა [გაერკვიათ თანხის გადამხდელის ვინაობა] უნდა მოეგვარებინა, დღემდე ვერც მე მითხრეს კონკრეტული პასუხი და ვერც სხვას. ეს არ არის სწორი და კარგი ამბავი.  ვწუხვარ ამისთვის, რომ ეს ასე მოხდა. მე პირადად ეს წერილი დავწერე საგარეო აუდიტორიისთვის, მერე გადავეცი იმ ორგანიზაციას, რომელზეც იყო საუბარი, შემდგომ ქართული გამოვაქვეყნე აქ ადგილზე. მაგრამ ამ ტიპის ოპერაციაში სახელმწიფოს ფული რომ არ დახარჯულა, ამაზე პასუხს ვაგებ, დანარჩენზე არ მაქვს სრული პასუხი”,–განაცხადა დავით უსუფაშვილმა “პირველ არხთან” საუბრისას. 

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, მათ გაზეთ International New York Times-დან მიიღეს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ გამოცემაში დავით უსუფაშვილის სტატიის გამოქვეყნების ღირებულება 75 ათას ევროს შეადგენს. ორგანიზაციის ცნობით, მათ გაარკვიეს, რომ დავით უსუფაშვილის სტატია გამოცემა agenda.ge-მ International New York Times-ის პარიზის ოფისს დაუკვეთა სექციაში მსოფლიო ამბები (World News), სადაც სრულ გვერდზე რეკლამის განთავსების ღირებულება დაახლოებით 75 000 ევროს შეადგენს.

 

ამერიკული გამოცემა New York Times საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის წერილს აქვეყნებს, სათაურით – “სააკაშვილს დევნის საკუთარი წარსული და არა პუტინთან „შეკრული“ ივანიშვილი”. სტატიაში უსუფაშვილი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, მისთვის ბრალის წაყენებაზე, ბიძინა ივანიშვილზე და პუტინთან მის კავშირზე საუბრობს

მასალების გადაბეჭდვის წესი