ახალი ამბები

თბილისში მოითხოვეს ცირკი ცხოველების გარეშე

5 მაისი, 2019 • 2087
თბილისში მოითხოვეს ცირკი ცხოველების გარეშე

4 მაისს, თბილისში, ცირკის შენობასთან, საცირკო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობა გააპროტესტეს. შეკრებილი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ცხოველების გასაწრთვნელად ცირკებში ძალადობრივ მეთოდებს მიმართავენ, რის გამოც წარმოდგენებში მათი მონაწილეობა არაერთ ქვეყანაში იკრძალება.

“ცირკში არსებული პირობები და ცხოველებისადმი მოპყრობა მათში დაუცველობის განცდას იწვევს. რაც შემდგომში, სტრესის, ფრუსტრაციის, აგრესიის და თვითდესტრუქციული ქცევის განმაპირობებელი ხდება. ყოველივე აღნიშნული კი რიგ შემთხვევებში მსხვეპლით სრულდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ცირკში ცხოველების გამოყენებას არ აქვს არც საგანმანათლებლო და არც კონსერვაციული ფუნქცია, არამედ, მისი დანიშნულებაა ადამიანების გართობა სხვა ცოცხალი არსებების წამების ხარჯზე. როდესაც ჩვენ ვყიდულობთ ცირკის ბილეთს, რომელშიც ხდება ცხოველების გამოყენება, ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ სისასტიკეს !” – აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

ამავე მოთხოვნით აქციები საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართა.

"ცირკი ცხოველების გარეშე" - აქცია თბილისში. ფოტო: თიკო კვალიაშვილი "ცირკი ცხოველების გარეშე" - აქცია თბილისში. ფოტო: თიკო კვალიაშვილი "ცირკი ცხოველების გარეშე" - აქცია თბილისში. ფოტო: თიკო კვალიაშვილი "ცირკი ცხოველების გარეშე" - აქცია თბილისში. ფოტო: თიკო კვალიაშვილი

"ცირკი ცხოველების გარეშე" - აქცია თბილისში. ფოტო: FB/Gia Jvarsheishvili

მასალების გადაბეჭდვის წესი