კიბეების დასაწყისიდან კერძო ტერიტორიაა – თბილისის ცირკი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

თბილისის ცირკი განცხადებას ავრცელებს და 4 მაისს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს. როგორც ცირკში აცხადებენ, კიბეების დასაწყისიდან ცირკის უკანა სამანქანო სადგომის ჩათვლით კერძო საკუთრებაა და კერძო ტერიტორიაზე შეჭრა კანონდარღვევაა.

 

ცირკი ცხოველების გარეშე ! – ამ მოთხოვნით 4 მაისს, 17:00 საათზე, იური ნიკულინის დასის წარმოდგენის პარალელურად, თბილისის ცირკის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საცირკო წარმოდგენებში როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას და, საჭიროებისამებრ, საზღვარგარეთიდან იმ პოპულარული საცირკო დასების მოწვევას, რომლებშიც არ ხდება ცხოველების გამოყენება.

ვრცლად წაიკითხეთ:

ცირკი ცხოველების გარეშე! – თბილისის ცირკთან საპროტესტო აქცია გაიმართება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.