ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” თბილისში ყოველდღიურ აქციებს აანონსებს

4 მაისი, 2019 •
“პატრიოტთა ალიანსი” თბილისში ყოველდღიურ აქციებს აანონსებს

27 მაისიდან “პატრიოტთა ალიანსი” თბილისში ყოველდღიურ აქციებს იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა.

მისი თქმით, აქციები 27 მაისიდან 15 ივნისამდე საინფორმაციო სახის იქნება და თავისუფლების მოედანზე, 17:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება. თარხან-მოურავის  განცხადებით, 15 ივნისს მოედანზე “დიდი აქცია” იქნება, რის შემდეგაც შეკრებები კვლავ ყოველდღიურად ჩატარდება, თუმცა უკვე საპროტესტო სახეს მიიღებს, კონკრეტული მოთხოვნებით.

“ვარწმუნებ ხელისუფლებას, 15 ივნისს თავისუფლების მოედანს გავავსებთ”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, პარტიის აქციების მთავარი მოთხოვნები საქართველოს “სამხედრო მიუმხრობლობა” და ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებების შესრულება იქნება.

საპარლამენტო პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” დღეს, 4 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში შეკრება გამართა. პარტია მოითხოვს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაცვისთვისთვის განკუთვნილი ხარჯები შემცირდეს. მათი თქმით, ნატოსთვის განკუთვნილი თანხები “საოჯახო ბიზნესების შექმნისკენ” უნდა წარიმართოს, საქართველომ კი სამხედრო მიუმხრობლობა გამოაცხადოს.

რატომაა პრობლემური „პატრიოტების“ მოთხოვნა თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი