სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ შს მინისტრ გახარიასთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის:
“არანაირი დაპირისპირება არ არის, ჩემი ძალიან კარგი, დიდი ხნის მეგობარია გიორგი, დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ასევე, არამარტო ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი უწყებები… ცალ-ცალკე ურთულესი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვისაც და უსაფრთხოების სამსახურისთვისაც ერთმანეთის გარეშე მუშაობა. ეს არის ერთი სისტემა, ერთი ორგანიზმია. მით უმეტეს, მე და გიორგი პიროვნულად ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ეს არის, რა თქმა უნდა, ჭორები”, – თქვა გომელაურმა პარლამენტში მოსმენის დასრულების შემდეგ.