ახალი ამბები

ამერიკული ბაზების განთავსების საკითხი დღის წესრიგში არ დგას – ჩუგოშვილი

1 მაისი, 2019 •
ამერიკული ბაზების განთავსების საკითხი დღის წესრიგში არ დგას – ჩუგოშვილი

“ამერიკული ბაზების საქართევლოში განთავსების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, შესაბამისად, ამ საკითხის გააქტიურება ამ ეტაპზე არარელევანტურად მიმაჩნია”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას.

“დღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ინტენსიურად ვითარდება და ეს ურთიერთობა საქართველოსთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

ყველამ, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა, ამ თემზე მეტი სიფრთხილით უნდა ვისაუბროთ.

ამერიკული ბაზების საქართევლოში განთავსების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, შესაბამისად, ამ საკითხის გააქტიურება ამ ეტაპზე არარელევანტურად მიმაჩნია”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე

საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება არ მგონია რეკომენდირებული იყოს – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი