წარმოდგენილ კოლექციაში დამთვალიერებელს “ზილ-115”,-ის, “გაზ-014” -ის, “გაზ-22”-ის, “გაზ-12”-ის, “ჟიგული 01”-ის, “ჟიგული 03”-ის, ზაზ- 965-ისა და ბევრი სხვა მანქანის ნახვის შესაძლებლობა ექნება. მნახველს საინტერესო ისტორიებსაც შესთავაზებენ.
მაგალითად, “ზილ-115”,უნიკალური ჯავშნიანი ავტომობილია, რომელსაც პოლიტბიუროს წევრები დაჰყავდა, ამის გამო მას ზედმეტი სახელი – “წევრმზიდი” შეარქვეს. ამ მოდელის მხოლოდ 106 მანქანა გამოვიდა საბჭოთა კავშირში, გიორგი მამულაშვილის ავტომუზეუმის ექსპონატი კი რიგით 102-ია.
მუზეუმის წარმომადგენლის განცხადებით, შემოსავალი მხოლოდ მუზეუმის შენახვას მოხმარდება. სამომავლოდ ავტომუზეუმი ბევრი სიახლის განხორციელებას გეგმავს:
”მუზეუმის ტერიტორიაზე გაიხსნება კაფე, წარმოდგენილი იქნება რეტროტროლეიბუსი. ასევე გვექნება სერვისი, რომელიც მსურველს საკუთარი რეტრომანქანის შეკეთება-განახლებას შესთავაზებს,”-აღნიშნავენ მუზეუმში.
გიორგი მამულაშვილი მუზეუმში წარმოდგენილ მანქანებს 17 წლის განმავლობაში აგროვებდა, არემონტებდა და ახლა უკვე ეს მანქანები მუზეუმშია გამოფენილი.
უსახელო ქუჩას, რომელზეც მუზეუმის შენობაა განთავსებული, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით და საკრებულოს თავმჯდომარის მხარდაჭერით ავტომუზეუმის ქუჩა დაერქვა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც მუზეუმის დამფუძნებელს გიორგი ალიბეგაშვილმა საზეიმო ვითარებაში გადასცა.
მუზეუმის გახსნაზე მუზეუმის საპატიო მცველების წოდება მიენიაჭათ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ალიბეგაშვილს და მერს, დავით ნარმანიას.