ახალი ამბები

წულუკიანი: ჯოლოხავას დაავალეს პატრიარქის დაზიანება და ერთ–ერთი მეუფის მოკვლა

25 ოქტომბერი, 2014 • • 1018
წულუკიანი: ჯოლოხავას დაავალეს პატრიარქის დაზიანება და ერთ–ერთი მეუფის მოკვლა

ამის შესახებ თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, პატიმარი მას ირმა ინაშვილმა შეახვედრა:

 
“ჯოლოხავა ჩემთან კაბინეტში არავის ამოუყვანია. ჩემთან კაბინეტში ამოყვანები არ ხდება, ეს ადეიშვილის კაბინეტში ხდებოდა აყვანები და დატერორება ხალხის. ირმა ინაშვილმა, როდესაც კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი, მითხრა, რომ კბილაშვილთან ვერ ახერხებდა შეხვედრას. მითხრა, რომ მყავს ერთი გაუბედურებული მოქალაქე, კაცი, რომელიც ყვება საოცარ ამბებს, თუ როგორ უნდოდა “ნაციონალურ მოძრაობას” ერთ-ერთი მეუფის მოკვლა, როგორ უნდოდა პატრიარქის დაზიანება და იქნებ მას მოუსმინოო. მაშინ ვიყავი იუსტიციის მინისტრი, პროკურორი ამავე დროს. შევხვდი ამ მოქალაქეს ინაშვილის თხოვნით. ჯოლოხავამ აღწერა ყინწვისში სხვადასხვა მოვლენები, თქვა, რომ დაავალეს სხვადასხვა დროს ებრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ.”

 

წულუკაინის განცხადებით, ჯოლოხავამ არ შეასრულა “ნაციონალური მოძრაობის” დავალებები: “ის ციხეში იყო საშინელ დღეში, რადგან არ შეასრულა “ნაციონალური მოძრაობის” დავალებები. როგორც კი ჯოლოხავა და ინაშვილი ჩემგან წავიდნენ, დავუკავშირდი არჩილ კბილაშვილს და ვუთხარი, რომ რაკი ითხოვს მოწმის დაცვის მექანიზმს, იქნებ შეხვდე და თუ აღსაძრავია, აღძარით საქმე და, რაც მთავარია, ეს ადამიანი დაიცავით, როგორც მოწმე. როგორც შემდეგ გავიგე, მისი მოწმის დაცვის პროგრამაში ჩართვა არ მოხდა. ის ხელში ჩაიგდო “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ალბათ ალაპარაკებს იმას, რაც მათ ინტერსშია”.

 

წულუკიანის განცხადებით, ის მოითხოვს აღიძრას საქმე ზეწოლასთან დაკავშირებით ჯოლოხავას განცხადების გამო და გაირკვეს, იყო თუ არა ზეწოლა მასზე იუსტიციის მინისტრისგან. 

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი