ახალი ამბები

პანკისში, დაპირისპირების ადგილას, პოლიციის დროებით საგუშაგოებს დგამენ

24 აპრილი, 2019 •
პანკისში, დაპირისპირების ადგილას, პოლიციის დროებით საგუშაგოებს დგამენ

სოფელ ძიბახევში, სადაც 21 აპრილს დაპირისპირება მოხდა, პოლიციის დროებითი საგუშაგოები ეწყობა. ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში საგუშაოგების მონტაჟის ფაქტი დაუდასტურეს, შსს-ში ამბობენ, რომ დროებით საგუშაოგოზე პოლიციელები ღამეს გაათევენ.

პოლიცია და ადგილობრივები 21 აპრილს პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივთა მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს. ასევე, სპეცდანიშნულების რაზმები დატოვებენ ხეობას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი