ახალი ამბები

ლევან ჯიბღაშვილი ბრალს აღიარებს

23 აპრილი, 2019 • 3468
ლევან ჯიბღაშვილი ბრალს აღიარებს

ადვოკატის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი წარდგენილ ბრალს აღიარებს.

“მან თავის სიტყვაში განაცხადა, რომ ბოდიშს უხდის საზოგადოებას”, – განაცხადა გიგუაშვილმა.

ლევან ჯიბღაშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

“მას არასდროს უარყვია, რომ აღმოჩენილი ნივთები, მათ შორის ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო, მის მანქანაში იდო. ლევან ჯიბღაშვილი აღიარებს ბრალს”, – განაცხადა ადვოკატმა და არ დააკონკრეტა, რომელ ნარკოტიკზეა საუბარი.

ბრალდებულის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის ინფორმაციით, ლევან ჯიბღაშვილი საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა ორთაჭალაში. ადვოკატის თქმით, ჯიბღაშვილი სწორედ ამ დროს გააჩერა პატრულმა, ხოლო მისი ავტომობილის ჩხრეკისას ამოიღეს პატარა ხელჩანთა, სადაც იყო აღნიშნული გაურკვეველი ნივთიერება.

ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი