ახალი ამბები

ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

12 ივნისი, 2020 • 1712
ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

ლევან ჯიბღაშვილს სასამართლომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რომლის თანახამადაც  ჯარიმის გადახდა და 5- წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ანა კოტეტიშვილმა დაუდასტურა.

“ჯიბღაშვილმა წაყენებული ბრალი სრულად დაადასტურა და გამოძიებასთანაც ითანამშრომლა, რის ფონზეც სასამრთლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 5-წლიანი პრობითი მსჯავრით შეეცვალა”, – განმარტა კოტეტიშვილმა. თანხის ოდენობა უცნობია.

ლევან ჯიბღაშვილი 2019 წლის 23 აპრილს დააკავეს და გამოძიების ცნობით, მისი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს კოკაინი – 0.5659გ, ექსტაზი (MDMA)- 0,1921გ და მცირე ოდენობის მარიხუანა.

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ეს მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

პროკურატურა პროცესზე ითხოვდა 15000-ლარიან გირაოს წინასწარი პატიმრობიდან ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული 10 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი