ახალი ამბები

ჯიბღაშვილის თქმით, შ.პ.ს სუსის სრული სახელი სულიერება და სიბრძნეა

26 აპრილი, 2019 • 2013
ჯიბღაშვილის თქმით, შ.პ.ს სუსის სრული სახელი სულიერება და სიბრძნეა

ლევან ჯიბღაშვილის თქმით, მისი ერთ-ერთი კომპანია შ.პ.ს სუსი სულიერებისა და სიბრძნის შემოკლებული ვარიანტია.

ჯიბღაშვილი განმარტავს, რომ რეგისტრაციის პერიოდში სრული დასახელების ინიციალები გამოიყენა, თუმცა, როგორც ამონაწერში ეს სახელი დაფიქსირდა, მას შემდეგ კომპანია უფუნქციოა. სუსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემოკლებული სახელია.

“ამოიღეს ჩემს მიერ დაფუძნებული კომპანიების ჩამონათვალი, სადაც დაფიქსირებული იყო შ.პ.ს სუსი. ეს კომპანია 2015 წელს არის რეგისტრირებული. მაშინ მე მქონდა საქველმოქმედო პროექტი, რომელიც უნდა გაგვეხორციელებინა. ორგანიზაციას უნდა დარქმეოდა სულიერება და სიბრძნე. როგორც წესი, როცა კომპანიას სახელს არქმევ, ინიციალების მითითება ხდება. ასე ჩემი ბევრი კომპანიის შემთხვევაში ყოფილა. ეს ინიციალები რომ ჩავწერე და ამონაწერი მოვიდა, დაერქვა სუსი. რა თქმა უნდა, ეს კომპანია არავის გამოუყენებია. ერთი ფანქარიც არ ყოფილა ამ კომპანიის მიერ ნაყიდი. საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა და მაშინვე გაიყინა ეს კომპანია,”-განაცხადა ჯიბღაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი