ახალი ამბები

ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა

23 აპრილი, 2019 • 1494
ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პროკურატურამ მოითხოვა.

პროკურატურამ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძებად 15 ათასი ლარის გირაო მოითხოვა. სასამართლომ ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 10 000 ლარის გირაო შეუფარდა.

ჯიბღაშვილი ბრალს აღიარებს.

ბრალდებულის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის ინფორმაციით, ლევან ჯიბღაშვილი საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა ორთაჭალაში. ადვოკატის თქმით, ჯიბღაშვილი სწორედ ამ დროს გააჩერა პატრულმა, ხოლო მისი ავტომობილის ჩხრეკისას ამოიღეს პატარა ხელჩანთა, სადაც იყო აღნიშნული გაურკვეველი ნივთიერება.

არ პროკურატურა და არც ჯიბღაშვილის მხარე არ აკონკრეტბენ რა ნივთიერება ამოიღეს მანქანიდან და რა ოდენობით.

  • მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 აპრილს დააკავეს.
  • შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამარლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდიანრეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

ლევან ჯიბღაშვილი ბრალს აღიარებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი