ახალი ამბები

ზურაბიშვილი: CBS-ის სერიალში სამხრეთ ოსეთი რუსეთის პროვინციაა, ეს შემაშფოთებელია

22 აპრილი, 2019 • 976
ზურაბიშვილი: CBS-ის სერიალში სამხრეთ ოსეთი რუსეთის პროვინციაა, ეს შემაშფოთებელია

სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია CBS-ს სერიალის, NCIS New Orleans სცენარის შეცვლისკენ მოუწოდებს, რადგან როგორც პრეზიდენტი აცხადებს, სერიალის მომავალ ეპიზოდში სამხრეთ ოსეთი რუსეთის პროვინციადაა მოხსენიებული:

“NCIS New Orleans-ის ახალ ეპიზოდში, რომლის პრემიერაც ჯერ არ შემდგარა, სამხრეთ ოსეთის რუსეთის პროვინციად მოხსენიება შემაშფოთებელია. სცენარში მსგავსი შეცდომა უპასუხისმგებლობაა და ჩვენ მოვუწოდებთ CBS-სა და სერიალის სცენარისტებს, პატივი სცენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საჭირო ცვლილებები განახორციელონ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი