ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, პანკისში დაპირისპირებისას 27 ადამიანი დაშავდა

21 აპრილი, 2019 • 981
შსს-ს ცნობით, პანკისში დაპირისპირებისას 27 ადამიანი დაშავდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს პანკისის ხეობაში პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარის დაპირისპირების დროს 27 ადამიანი დაშავდა.

მათ შორის,უწყების ცნობით 12 ადგილობრივია, 15 კი სპეცდანიშნულების თანამშრომელი. უწყებაში ამბობენ, რომ შსს-ის 8 დაშავებული თანამშრომელი კლინიკაშია გადაყვანილი.

პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი