ახალი ამბები

მალხაზ მაჩალიკაშვილი არ დაუკავებიათ

21 აპრილი, 2019 • 1269
მალხაზ მაჩალიკაშვილი არ დაუკავებიათ

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს სამართალდამცავებმა გადაადგილების თავისუფლება იმ დროს შეუზღუდეს, როდესაც ის თბილისიდან პანკისში მიდიოდა. ვაშაძის თქმით, მაჩალიკაშვილი გურჯაანის პოლიციაში გადაიყვანეს.

აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი. ნეტგაზეთი მას ტელეფონით ესაუბრა.

“არავის დავუკავებივარ. გზაზე გამაჩერეს და კულტურულად დამისვეს რამდენიმე კითხვა პანკისში მიმდინარე მოვლენებზე. რამდენიმე წუთში განვაგრძე გზა პანკისისკენ. გზაში ვარ”, – უთხრა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ნეტგაზეთს.

პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს.

განახლება: 22 აპრილს მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ რეალურად დაკავებული იყო, მაგრამ ეს ფაქტი სიტუაციის ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაციის თავიდან ასარიდებლად დამალა.

ვიყავი დაკავებული, მაგრამ შემეშინდა, ამას პანკისში დიდი ამბავი არ მოჰყოლოდა – მაჩალიკაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი