ახალი ამბები

თითო დოლარი თითო პოსტზე, ჰეშთეგით „ვაქცინაცია მუშაობს“ — იუნისეფი და გეითსები

19 აპრილი, 2019 • 1345
თითო დოლარი თითო პოსტზე, ჰეშთეგით „ვაქცინაცია მუშაობს“ — იუნისეფი და გეითსები

გარეოს ბავშვთა ფონდმა (Unicef-მა) მილიარდერების, ბილ და მელინდა გეითსების ფონდის დახმარებით, წამოიწყო კამპანია იმუნიზაციის ხელშესაწყობად.

ამ კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ თითო პოსტზე, რომელსაც თან ერთვის ჰეშთეგი #VaccinesWork, ანუ „ვაქცინაცია მუშაობს“, გეითსების ფონდი თითო დოლარს გადაურიცხავს იუნისეფს.

გეითსების ფონდი, ჯამში, 1 მილიონი აშშ დოლარის გადარიცხვას აპირებს. კამპანიის მიზანია, მსოფლიოში ყველა ბავშვს მიუწვდებოდეს ხელი ვაქცინებზე, რაც მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის აუცილებელია.

ბილ და მელინდა გეიტსები. 21.04.2017. ფოტო: EPA/JULIEN DE ROSA

ორგანიზაციები ყველას მოუწოდებენ, შეიტანონ წვლილი ამ კამპანიაში და საჯაროდ გააზიარონ პოსტები ჰეშთეგით #VaccinesWork.

გაეროს თანახმად, ვაქცინები ყოველწლიურად 3 მილიონ ადამიანს ეხმარება სიცოცხლის შენარჩუნებაში. ვაქცინები იცავს ბავშვებს პოტენციურად მომაკვდინებელი, ინფექციური დაავადებებისგან, როგორიცაა წითელა, პნევმონია, ქოლერა, დიფტერია და ა.შ.

გირჩევთ ასევე:

ამ ბავშვს წითელა აქვს ვაქცინის მოწინააღმდეგეების გამო – CNN

 

მასალების გადაბეჭდვის წესი