ახალი ამბებისამართალი

პარლამენტი მოსამართლეებზე კანონპროექტის მეორე მოსმენას 19 აპრილს გააგრძელებს

18 აპრილი, 2019 • 1127
პარლამენტი მოსამართლეებზე კანონპროექტის მეორე მოსმენას 19 აპრილს გააგრძელებს

პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით იხილავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ მმართველი გუნდის მომზადებულ კანონპროექტს, თუმცა 18 აპრილის პლენარული სხდომა ისე დასრულდა, რომ მისთვის კენჭი არ უყრიათ.

პლენარულ სხდომაზე ვერ მოუსმინეს სახალხო დამცველსაც, რომლის გამოსვლა დაგეგმილი იყო კანონპროექტის კენჭისყრამდე.

კენჭისყრის გადადებას ოპოზიცია ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა 21.00 საათზე იმ მოტივით დაასრულა, რომ სამუშაო დრო ამოიწურა.

უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ  კანონპროექტი არასამართავრობო სექტორის, საპარალამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მწვავე კრიტიკის საგანია.  

მის მეორე მოსმენით დამტკიცებას ოპოზიცია  ეწინააღმდეგება, რადგანაც “ოცნებამ” კანონპროექტზე ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული საკვანძო რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა.

ნახეთ, რა წერია კანონპროექტის კორექტირებულ ვერსიაში, რომელსაც პარლამენტი მეორე მოსმენით იხილავს:

რა კრიტიკული რეკომენდაციები აქვს ვენეციის კომისიას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი