ახალი ამბები

ფანჯიკიძე ლუქსემბურგში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

16 ოქტომბერი, 2014 • • 890
ფანჯიკიძე ლუქსემბურგში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრისას მაია ფანჯიკიძემ ლატვიელ კოლეგას გაუზიარა საქართველოს მთავრობის შეშფოთება ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ განზრახვასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. სამოკავშირეო და ინტეგრაციის ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაში. 

 

“მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის ესკალაცია და ხელი შეეწყოს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი იქნება მისი მხრიდან ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ლუქსემბურგში დაგეგმილი შეხვედრის დროს,” – ნათქვამია პრესრელიზში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

ამასთან, 26-27 ნოემბერს დაგეგმილია ლატვიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი