ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქალთა უფლებების დაცვის პროექტებში ჩართვას გეგმავს

16 ოქტომბერი, 2014 •
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქალთა უფლებების დაცვის პროექტებში ჩართვას გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტი ქალთა უფლებებზე მომუშავე 25 არასამთავრობო ორგანიზაციას დღეს შეხვდა. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებების დაცვას, ოჯახში ქალთა ძალადობის ფაქტებს და ამ მხრივ არსებული სირთულეების დაძლევას. 

 

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გენდერული თანასწორობის საკითხი იყო. შეხვედრისას ასევე იმსჯელეს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიურად ჩაბმის თაობაზე.

 

შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმეა ვითარება საქართველოს რეგიონებში. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრების მნიშვნელობასა და  სხვადასხვა კამპანიის წარმოების აუცილებლობაზე.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საზოგადოების ჩაბმულობის საკითხიც განიხილეს. მათი თქმით, ამ საკითხის მიმართ საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და მეტად უნდა იყოს ინფორმირებული, რათა შესაბამისი გზები მოიძებნოს სწრაფი რეაგირებისა და პრევენციისთვის.

გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე 25 არასამთავრობო ორგანიზაციასთან. პრეზიდენტის პრესსამსახურის ფოტო  16.10.2014
გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე 25 არასამთავრობო ორგანიზაციასთან. პრეზიდენტის პრესსამსახურის ფოტო 16.10.2014

 

მასალების გადაბეჭდვის წესი