ახალი ამბები

თბილისის მერიასთან გამგეობებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები აქციას მართავენ

15 ოქტომბერი, 2014 • • 979
თბილისის მერიასთან გამგეობებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები აქციას მართავენ

ისინი სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და ატესტაციის გადავადეაბს ითხოვენ. თბილისის მერიასთამ შეკრებილი მოალაქეები აცხადებენ, რომ ისინი მუნიციპალური სამსახურებიდან უკანონოდ გაათავისუფლეს და მათზე განხორციელდა ზეწოლა. 

 

აქციის მონაწილეებთან მერობის კანდიდატი ნიკა მელია და  თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის”  დეპუტატები მივიდნენ.

 

ნიკა მელიას განცხადებით, საატესტაციო კომისის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა დატოვოს ალექსანდრე მარგიშვილმა: 

 

“ბატონი მარგიშვილი უნდა ჩამოშორდეს საატესტაციო კომისიას. ასევე უნდა შეუჩერდეს თანამდებობრივი უფლებამოსილება იმ პირებს,  ვინც ზეწოლა განახორციელა თანამშრომლებზე. გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ისნის გამგებელი ფიგურირებს.  ეს ხალხი არ უნდა ინარჩუნებდეს თანამდებობას.”

 

თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ალექსანდრე მარგიშვილი ატესტაციას კანონდარღვევით ატარებს და მისი მიზანია თანამდებობაზე ნათესავების დასაქმება. 

 

თბილისის მერიაში ქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. 

თბილისის მერია
თბილისის მერია

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი