ახალი ამბები

ნობელის პრიზი მშვიდობის დარგში მალალას და კაილაშ სატიართის გადაეცათ

10 ოქტომბერი, 2014 •
ნობელის პრიზი მშვიდობის დარგში მალალას და კაილაშ სატიართის გადაეცათ

მალალა 17 წლისაა, იგი ნობელის პრიზის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია. მალალას 2012 წლის ოქტომბერში თალიბმა მებრძოლმა ესროლა, რადგან ქალთა განთლების უფლებისთვის იბრძოდა პაკისტანში.

ნობელის პრიზის კომიტეტის განცხადებით, პრიზი მალალასა და კაილაშს “ახალგაზრდა ადამიანებისა და ბავშვების მიმართ აკრძალვების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადაეცათ”.

 

2013 წელსაც არსებობდა დიდი მოლოდინი, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრიზს სწორედ მალალა მიიღებდა, თუმცა კომიტეტის გადაწყვეტილებით აღნიშნული ჯილდო ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციას (OPCW) გადასცეს.

 

მშვიდობის პრემიის ლაურეატს ყოველ ოქტომბერს  ნორვეგიის ნობელის კომიტეტი აცხადებს. კომიტეტი გამარჯვებულს ხმათა უმრავლესობით ირჩევს. გადაწყვეტილება საბოლოოა და აპელაციას არ ექვემდებარება.

 

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გადაიცემა, თუმცა ისტორიის მანძილზე 19 წლის განმავლობაში პრიზი არავისთვის გადაუცაით. ბოლო წელი, როდესაც მშვიდობის დარგში არავინ დაუჯილდოვებიდათ, 1972 წელი იყო.

 

აქამდე მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი  იემენელი უფლებადამცველი ტავაკულ კარმანი იყო, მას 32 წლის ასაკში გადასცეს  პრემია  2011 წელს.

 

2012 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ევროკავშირს გადაეცა. ეს ჯილდო მიღებული აქვთ ბარაკ ობამას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ნელსონ მანდელას, დედა ტერეზას, ჯიმი კარტესრს და სხვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი