ნეტგაზეთი | რეზი დავითაძემ ევროპის რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა რეზი დავითაძემ ევროპის რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა – Netgazeti

რეზი დავითაძემ ევროპის რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე  23-წლამდელთა ევროპის რეკორდი ორი კილოგრამით გააუმჯობესა და ოქროს მედალიც მოიპოვა.

დღეს, 11 აპრილს, დავითაძემ 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში 170 კილოგრამი დაძლია. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ძალოსანს აკვრა და ორჭიდის ჯამი ელის.

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ბათუმში, 6-13 აპრილს იმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან