მოსკოვში, ძალოსნობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა ოქროს მედალი მოიპოვა.
გოტფრიდმა ატაცში 111 კგ დააფიქსირა და ამ მოძრაობაში პირველი ადგილი დაიკავა. ძალოსნობის ფედერაციის ცნობით, ძალოსანმა ევროპულ ოქროსთან ერთად საქართველოს რეკორდის გაუმჯობესებაც შეძლო: მან სარეკორდო ზღვარს 1 კილოგრამით გადააჭარბა.
გოტფრიდმა აკვრაში თავი 128 კილოგრამს გაართვა და მე-5 ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 239 კილოგრამით კი მე-4 ადგილი ერგო.
1 დღით ადრე, ამავე ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრმა ანტონ პლისნოიმ 3 ოქროს მედალი მოიპოვა.