ახალი ამბები

ლაშა ტალახაძემ ატაცში თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა

11 აპრილი, 2021 •
ლაშა ტალახაძემ ატაცში თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცის მოძრაობაში თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ტალახაძემ 222 კგ აიტაცა და 2 კგ-ით გააუმჯობესა მის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდი (220). მეორე ადგილზე ამ მოძრაობაში სომეხი გორ მინასიანი გავიდა, რომელმაც 2016 კგ აიტაცა.

ევროპის ჩემპიონატი მძიმე წონაში მეორე მოძრაობაში, აკვრაში გრძელდება.

ატაცში მედლის გარეშე დარჩა მეორე ქართველი სპორტსმენი მძიმე წონაში ირაკლი თურმანიძე.

განახლება 18:50 

ლაშა ტალახაძემ მოსკოვში ჯამში 3 ოქროს მედალი მოიპოვა (ატაცში, აკვრასა და ორჭიდში). მან ორჭიდის ჯამში 485 კგ ასწია და 21 კგ-ით აჯობა მეორე ადგილზე გასულ სომეხ გორ მინასიანს (464). ბრინჯაოს მედალი ასევე სომხეთის ნაკრების წევრმა ვარაზდატ ლალაიანმა მოიპვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი