ახალი ამბები

აშშ-მა ჯულიან ასანჟის ექსტრადიცია მოითხოვა

11 აპრილი, 2019 •
აშშ-მა  ჯულიან ასანჟის ექსტრადიცია მოითხოვა

აშშ-მა ვიკილიქსის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ექსტრადიცია მოითხოვა.

როგორც CNN წერს, ბრიტანელი სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასანჟი დღეს, 11 აპრილს, ბრიტანეთში 2012 წელს გამოცემული დაკავების ორდერის საფუძველზე დააპატიმრეს, რის შემდეგაც, აშშ-მა ბრიტანეთს ასანჟის ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა.

ვიკილიქსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დღეს, 11 აპრილს, ლონდონში დააკავეს. თითქმის 7 წლის განმავლობაში ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა.

პოლიციის ინფორმაციით, ეკვადორის საელჩომ ასანჟს თავშესაფარზე უარი უთხრა. მათივე ცნობით, პოლიციის ოფიცრები საელჩოში ელჩმა მიიწვია.

ვიკილიქსმა ტვიტეტზე დაწერა, რომ ეკვადორის მხრიდან ასანჟისთვის თავშესაფარზე უარის თქმა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.

ასანჟი საელჩოში 2012 წლიდან ცხოვრობს. ის შიშობდა, რომ საელჩოს დატოვების შემთხვევაში, ბრიტანელი სამართალდამცავები დააკავებენ და აშშ-ს გადასცემენ, სადაც 2010 წელს გასაჯაროებული საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებისთვის გაასამართლებენ.

ჯულიან ასანჟი ლონდონში დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი