ახალი ამბები

საარჩევნო სისტემა, რომელიც ამომრჩევლის “ხმებს იპარავს”

8 ოქტომბერი, 2014 • • 1456
საარჩევნო სისტემა, რომელიც ამომრჩევლის “ხმებს იპარავს”

“საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველო, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “დემოკრატიისა და სამართლიანი არჩვენების საერთაშორისო საზოგადოება”, “ახალი მემარჯვენეები” და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემა პოლიტიკური პარტიების კონსესუსის საფუძველზე უნდა შეიცვალოს.

 

არასამთავრობოებმა საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე საუბარი უკვე დაიწყეს. სამუშაო შეხვედრა გამართეს არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიებმა, სადაც თავიანთი მოლოდინები დააფიქსირეს.

 

არასამთავრობო და პოლიტიკური სექტორი კი მმართველი პოლიტიკური პარტიისგან ელოდება შემხვედრ ნაბიჯებს.

 

მაჟორიტარული სიების გაუქმება

 

არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამბობენ, რომ საუბარი კონკრეტულ საარჩევნო სისტემაზე ჯერ ადრეა, რადგან ის მრავალმხრივმა დისკუსიამ უნდა გამოკვეთოს. მთავარი მოთხოვნა, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაიწყო და რომელსაც დღეს ხელისუფლებაში მყოფი, მაშინდელი ოპოზიციური “რვიანის” წევრებიც მხარს უჭერდნენ, მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმება და წარმომადგნელობითი ორგანოების მხოლოდ რეგიონულ-პროპორციული სიით დაკომპლექტება არის.

“საქართვლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ლელა ტალიური ამბობს, რომ მაჟორიტარული წესით დაკომპლექტება წარმომადგენლობით ორგანოში იმ პარტიის მხარდაჭერას ზრდის, რომელსაც 40%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს.

 

მაგალითად, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩენებში “ქართულ ოცნებას”, როგორც პოლიტიკურ პარტიას, თბილისის მოსახლეობის 46%-მა დაუჭირა მხარი. თუმცა თბილისის საკრებულოში მას იმდენი მანდატი აქვს, რამდენიც 74%-იანი მხრდაჭერის დროს. ამ შედეგის მიზეზი ისაა, რომ საკრებულოს 50 წევრიდან 25 პროპორციული, 25 კი მაჟორიტარული წესით ირჩევა. არჩევნების მიხედვით, თბილისის ოლქების მაჟორიტარობის 25 კანდიდატიდან “ქართული ოცნების” 24-მა მაჟორიტარმა გაიმარჯვა და კოალიციის მაჩვენებელი 24%-ით გაზარდა.

 

“მცირე პარტიები იჩაგარებიან და ხმები ერთმევათ. დიდ პარტიებს ურო მეტი მანდატი გამოსდით, ვიდრე ხმები მიიღეს არჩევნებში”, – ამბობს ელენე ნიჟარაძე, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” იურისტი.

 

ლელა ტალიური ამბობს, რომ ასეთი სარჩევნო სისტემა არ აძლევს გასაქანს მცირე პარტიებს. იგი იხსნებს ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის ბოლო, 2 ოქტომბერს დამტკიცებულ რეზოლუციას, სადაც ასამბლეა ურჩევს საქართველოს მთავრობას, რომ გადავიდეს წარმოამდგენლობითი ორგანოების დაკომპლექტების რეგიონულ-პროპორციულ მეთოდზე.

 

ლელა ტალიურის თქმით, თუ საქართველო მიიღებს პროპორციული წესით დაკომპლექტების გადაწყვეტილებას, ამან შესაძლოა მოაგვაროს კიდევ ერთი პრობლემური საკითხი საარჩევნო სისტემაში – ეთნიკური უმცირესობების მინიმალური წარმომადგენლობა.

 

განმეორებითი არჩევნები მარნეულში, 29.06.2014
განმეორებითი არჩევნები მარნეულში, 29.06.2014

 

ხმების თანაბარობის დაცვა

 

“ახალი მემარჯვენეების” წევრ მანანა ნაჭყებიას აზრით, აუცილებელია დაცული იყოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქს შორის პროპორციები. იგი აღნიშნავს, რომ ქუთაისს, სადაც 153,537 ამომრჩეველია რეგისტრირებული და ყაზბეგს, სადაც 5,242 ამომრჩეველია, საქართველოს პარლამენტში ერთი დეპუტატი ჰყავს.

 

“თითო მანდატის წონა თანაბარი უნდა იყოს. მანდატის წონის თანაბრობა გულისხმობს იმას, რომ რამდენიმეათასიან ყაზბეგს და რამდენიმე ათი ათას ამორჩევლიან ქუთაისს ერთი მანდატი აქვს [პარლამენტში]”, – ამბობს პოლიტიკოსი.

 

პარლამენტარი სერგო რატიანი, “ერთიანი ნაციონალური-მოძრაობის წევრი, ამბობს, რომ ხმების თანაფარდობისა და პროპორციულ რეგიონულ სისტემაზე გადასვლა საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის.

 

“კი, უფრო სამართლიანია აშკარად, უფრო დემოკრატიულია, თუმცა ჩვენ, რომ გითხრათ, ძალიან ვღელავთ მაგასთან დაკავშირებით, არა”, – განაცხადა პარლამენტარმა.

 

ლელა ტალიურის თქმით, ისე უნდა დაკომპლექტდეს საარჩევნო ოლქები, რომ მათ შორის თანაფარდობა 10-15%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

 

კიდევ ერთი უთანაბრობა, რაზეც მანანა ნაჭყებია საუბრობს, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს შეეხება. იგი ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მხოლოდ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები შედიან.

“საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესმა წინა ხელისუფლების პირობებში არსებულ დაკომპლექტების წესთან შედარებით უკანსვლა განიცადა, რადგან დაკომპლექტებულია მმართველი პარტიით. მხოლოდ ორად-ორი პარტიის წარმომადგენელია ოპოზიციური პარტიიდან”, – ამბობს მანანა ნაჭყებია.

 

შესაძლო სავალდებულო კვოტირება ქალებისთვის

 

ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული წამახალისებელი ზომები საარჩევნო სიებში ქალი კანდიდატების გაზრდის შესახებ არასაკმარისია.

კანონმდებლობის მიხედვით, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც თავისი საარჩვენო სიის ყოველ ათეულში სამი ქალი ეყოლებათ, ბაზისური დაფინანსება 30%-ით გაეზრდებათ. აღნიშნული რეგულაცია არასავალდებულო ხასიათისაა.

“ამ მექანიზმმა არ იმუშავა, როგორც ამ [2014 წლის] არჩევნებმა გვაჩვენა. ვფიქრობთ, იმ კუთხით ვიმუშაოთ, რომ სავალდებულო კვოტირება შევიმუშაოთ და გავზარდოთ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში”, – ამბობს ელენე ნიჟარაძე.

 

ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას მხარს უჭერს სერგო რატიანიც, თუმცა, უნდა იყოს თუ არა სავალდებულო კვოტირება ამაზე, ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს:

 

“წესით, გასაკეთებილი არის, მაგრამ რამდენად მკაცრად უნდა იყო კვოტირება, ამასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ”, – განაცხადა რატიანმა.

 

ბიომეტრიული სიები

 

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ აუცილებელია ბიომერტიული სიების შექმნა. მისი აზრით, ბიომეტრიული სიების შექმნა საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობას გაზრდის.

“ხელისუფლბამ გამოაცხადა, რომ აუცილებელი არ არის ბიომეტრიული და სრულიად საკმარისია ციფრული. ეს ასე არ არის. ბიომეტრიული სიები უზრუნველყოფს იმას, რომ გამოირიცხება გაორება და გამოირიცხოს ერთი ადამიანის მიერ რამდენიმე ადგილას ხმის მიცემა”, – ამბობს მანანა ნაჭყებია.

პოლიტიკოსის აზრით, ამ საკითხებზე მუშოაბა მალე უნდა დაიწყოს. ამ აზრს იზიარებს ლელა ტალიური, რომელიც იხსენებს 2010 და 2014 წლების გამოცდილებას, როდესაც საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე საუბარი არჩევნების წინ იწყებოდა და დროის სიმცირის გამო რეალური ცვლილებები აქამდე ვერ განხორციელდა.

 

“ნეტგაზეთი” პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას დაუკავშირდა, რომელმაც ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავის შეიკავა:

 

“უკაცრავად, ამ ეტაპზე შევიკავებ თავს ყოველგვარ კომენტარისგან”, – განაცხადა მან.

 

“ჩვენ [ნაციონალური მოძრაობა] 2016 წელს რანაირი სისტემაც არ უნდა გვქონდეს, მოვიგებთ”, – ამბობს სერგო რატიანი.

 

ელენე ნიჟარაძე კი ხაზს უსვამს იმას, რომ უნდა შეიქმნას ისეთი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ექნება პოლიტიკური ნდობა მოპოვებული და გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავის ბოლო რეზოლუციაში საუბრობს იმაზე, რომ საარჩევნო სისტემა ყველა თუ არა, უმეტესი პოლიტიკური პარტიის კონსესუსის საფუძველზე უნდა შეიცვალოს.

“მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, რომ ფართო კონსესუსის საფუძველზე შექმნან პოლიტიკური სისტემის პლურალისტური სისტემა. ასამბლეა მოუწოდებს მონაწილე მხარეებს, რომ გაითვალისწინონ რეგიონულ-პროპორციული სისტემა, რომელიც უმეტესი პოლიტკური პარტიების შეთანხმებაზე იქნება დაფუძნებული”.

მასალების გადაბეჭდვის წესი