ახალი ამბები

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას იანოშ ჰერმანი უხელმძღვანელებს

8 ოქტომბერი, 2014 • • 1013
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას იანოშ ჰერმანი უხელმძღვანელებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა და საქართველოში ევროკავშის ახალმა ელჩმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები, ასოცირების შეთანხმების იმპლიმენტაციის მიმდინარეობა, რიგის 2015 წლის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები.

 

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებით მიმდინარეობს, ამის დასტურია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. ქალბატონ მინისტრთან ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს ჩემი მოღვაწეობა საქართველოში. საქართველო ჩემთვის ძალიან ახლობელი ქვეყანაა და მოხარული ვარ აქ ჩამოსვლით,“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იანოშ ჰერმანმა.

 

იანოშ ჰერმანი საქართველოში ევოკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა მიმდინარე წლის 26 ივნისს დანიშნა.

 

იანოშ ჰერმანი უნგრელი დიპლომატია და დიპლომატიური საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს.

მაია ფანჯიკიძე და იანოშ ჰერმანი
მაია ფანჯიკიძე და იანოშ ჰერმანი

მასალების გადაბეჭდვის წესი