ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტრო: კახა კახიშვილი მინისტრის ან მოადგილის პოსტზე არ ინიშნება

7 ოქტომბერი, 2014 • • 1459
სასჯელაღსრულების სამინისტრო: კახა კახიშვილი მინისტრის ან მოადგილის პოსტზე არ ინიშნება

როგორც ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში უთხრეს, კახიშვილი არც მინისტრის მოადგილედ და არც მინისტრად არ ინიშნება. ამგვარ ინფორმაციას არც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ფლობენ, რომელსაც ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა.


კახა კახიშვილის სასჯელაღსრულების მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გურიანიუსმა გაავრცელა 6 ოქტომბერს, ხოლო ჟურნალ “გზის” ინფორმაციით, მღებრიშვილი მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს. მინისტრ გიორგი მღებრიშვილს დღეის მდგომარეობით მხოლოდ ორი მოადგილე ჰყავს და ამ კუთხით სამინისტროში ვაკანსია არსებობს, რადგან სოზარ სუბარს მინისტრობის დროს 4 მოადგილე ჰყავდა.


კახა კახიშვილთან დაკავშირება ნეტგაზეთმა ამ დროისთვის ვერ მოახერხა, თუმცა ზემოხსენებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ფეისბუკ-მეგობრები უკვე ულოცავენ:

 

 
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი