ახალი ამბები

აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ფრთხილად სიარულზე – ოგბაიძე

10 აპრილი, 2019 •
აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ფრთხილად სიარულზე – ოგბაიძე

თბილისის საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძის განცხადებით, დედაქალაქში გამოჩენილი დამტვრეული მანქანების სტენდები ერთგვარი “შოკურ-სოციალური კამპანიის ფორმაა” და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“დედაქალაქში გამოჩნდა დამტვრეული ავტომობილების სტენდები, რომელიც გამოსაჩენ ადგილზეა დამონტაჟებული. აქციის მიზანია-კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ფრთხილად სიარულზე (სწორად შევარჩიოთ სიჩქარის ლიმიტი, არ მივუჯდეთ საჭეს ნასვამები, არ ვიმესიჯოთ მობილურზე და ა.შ.) და გაგვაფრთხილოს, რომ ჩვენი ავტომობილი არ შემოდონ მაგ სტენდზე. მსოფლიო და ევროპული გამოცდილებაა. ერთგვარი შოკურ-სოციალური კამპანიის ფორმაა”, – აცხადებს ოგბაიძე.

თბილისში ბოძებზე დარჭობილი ამოყირავებული მანქანები გამოჩნდნენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი