ახალი ამბები

ლანისტერების, დაენერისის, ბოლტონების და GOT-ის სხვა პერსონაჟების ომის დანაშაულები

9 აპრილი, 2019 • 2571
ლანისტერების, დაენერისის, ბოლტონების და GOT-ის სხვა პერსონაჟების ომის დანაშაულები

„სამეფო კარის თამაშების“ (GOT-ის) ბოლო, მე-8 სეზონის პირველი სერია 14 აპრილს გამოდის. სულ რამდენიმე კვირაში გვეცოდინება, როგორ დასრულდება „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“.

ფინალური სეზონის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ, „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობამ“, გამოაქვეყნა სია, რომელიც აჩვენებს, რამდენჯერ დაარღვიეს სერიალის პერსონაჟებმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები და ჩაიდინეს ომის დანაშაული.

დანაშაულები მოიცავს დანაშაულთა მთელ რიგს, მათ შორის, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, მძევლების აყვანას, განზრახ მძიმე ტრავმების მიყენებას, სქესობრივ ძალადობას, ვერაგობას (მაგალითად, დროებით ცეცხლის შეწყვეტის ალმის ან მოწინააღმდეგის დროშის უკანონო გამოყენებას (Perfidy)) და ა.შ..

„წითელი ჯვრის“ თანახმად,  7 სეზონის განმავლობაში საერთაშორისო სამართლის ნორმები ყველაზე მეტჯერ რემზი ბოლტონმა დაარღვია — მას 17 დარღვევა აქვს; შემდეგ მოდის დეინერის ტარგარიენი 15 დარღვევით; 8 დარღვევით მესამე ადგილზეა რემზი ბოლტონის მამა, რუს ბოლტონი; შემდეგ მოდიან ჯონ სნოუ, ღამის მეფე და დაჯგუფება „ჰარპიის შვილები“ — ყველანი 6-6 დარღვევით.

მასალების გადაბეჭდვის წესი