ახალი ამბები

ავლაბრის რეზიდენცია სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ გადაკეთდა

9 აპრილი, 2019 • 1276
ავლაბრის რეზიდენცია სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ გადაკეთდა

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე ამიერიდან სახელმწიფო ცერემოენიების სასახლედ გადაკეთდა. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დაუდასტურა.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მთავრობის ხელმძღვანელობასთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთობლივი შეთანხმების შედეგად მიიღო. რაც შეეხება შენობის ფუნქციას, პრესსპიკერი განმარტავს, რომ სასხლეში ოფიციალური ცერემონიები, მათ შორის, ოფიციალური ვიზიტების დახვედრის ღონისძიებები გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ორბელიანის სასახლეშია განთავსებული. სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას თქვა, რომ  არ შევიდოდა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში. ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენა იყო ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დაუპირისპირდა.

ამავე თემაზე:

როგორ გამოიყურება პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია – ფოტოები

მასალების გადაბეჭდვის წესი