ნეტგაზეთი | როგორ გამოიყურება პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია – ფოტოები როგორ გამოიყურება პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია – ფოტოები – Netgazeti
RU | GE  

როგორ გამოიყურება პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია – ფოტოები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 18 სექტემბერს, მივიდა პრეზიდენტის ახალ რეზიდენციაში, რომელიც თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარეობს.

აღნიშნულ შენობაში სარემონტო სამუშაოები ჯერ სრულად დამთავრებული არ არის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, რემონტის დასრულებამდე ზურაბიშვილი საქმიანობას ამავე რეზიდენციის ადმინისტრაციულ ფლიგელში გააგრძელებს.

სალომე ზურაბიშვილი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე. მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე. მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

 

 

სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას თქვა, რომ  არ შევიდოდა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში. ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენა იყო ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დაუპირისპირდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.