ახალი ამბები

“ვივუსი” არ შედის ისეთ ბაზრებზე, სადაც ჩვენი მსგავსი რეგულაციები წლების წინ ამოქმედდა – გვენეტაძე

5 აპრილი, 2019 • 1006
“ვივუსი” არ შედის ისეთ ბაზრებზე, სადაც ჩვენი მსგავსი რეგულაციები წლების წინ ამოქმედდა – გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, სწარაფი სესხების გამცემი კომპანიები, როგორიც არის საერთაშორისო კომპანია 4 Finance, არ შედის ისეთ ქვეყნებში, სადაც სესხების გაცემასთან დაკავშირებით საქართველოს მსგავსი რეგულაციები არსებობს.

პარლამენტში პლენარულ სხომაზე გამოსვლისას გვენეტაძემ თქვა, რომ ე.წ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეამცირა სწრაფ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი.

“სწრაფი სესხების გამცემი საერთაშორისო კომპანია “ვივუსი” 4 Finance არ შედის ისეთ ბაზრებზე, სადაც მსგავსი რეგულაციები წლების წინ ამოქმედდა. ეტაპობრივად ამცირებს ოპერაციებს ან საერთოდ გამოდის იმ ქვეყნებიდან, სადაც ბოლო პერიოდში ჩვენი რეგულაციების მსგავსი პრინციპები დაინერგა. მაგალითად, შვედეთი, ფინეთი და ლატვია… შეგახსებებთ, რომ ასეთ სწრაფ სესხებზე 2017 წლამდე მაქსიმალურად ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ხშირ შემთხვევაში 3000%-მდე ადიოდა. საპროცენტო განაკვეთის ჯერ 100%-მდე, ხოლო შემდეგ 50%-მდე შემცირებამ მეტწილად შემცირდა ე.წ მტაცებლური სესხები. ასევე გემახსოვრებათ, რომ სატელევიზო სარეკლამო ბადის დიდი ნაწილი ასეთი სესხების შეცდომაში შემყვან რეკლამებს ეკავა. ეფექტური განაკვეთის 100%-მდე შემცირებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. საუბარი იყო, რომ ეს კომპანიები ჩრდილოვან სექტორში გადაინაცვლებდნენ და მოსახლეობის მასობრივ დაკრედიტებას გააგრძელებდნენ. როგორც ხედავთ, ეს ასე არ მოხდა. ეს სქემები ეტაპობრივად დაიხურა და ასეთმა კომპანიებმა სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა, სადაც მსგავსი რეგულაციები მხოლოდ ახლა ინერგება. ამ ქვეყნების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები ჩემთან აწარმოებენ კონსულტაციებს,”-განაცხადა გვენეტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი